სსიპ ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ
ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის
ბელა ნავდარაშვილის
გ
ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლაში II/ბ კლასის ბაზაზე დაიწყოს
ფუნქციონირება ბუნებისმეტყველების წრემ ,,ჩვენი
გარემო“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს მეექვსე გაკვეთილზე.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ:
·
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
·
სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
·
ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
·
მაგნიტის მოქმედების დახასიათება.
·
სხეულის და მისი შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
·
წყლისა და ხმელეთის ობიექტების აღწერა.
·
ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა
წლის 23 იანვრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი:
/ბელა ნავდარაშვილი/
თარიღი: 17.01.2019
No comments:
Post a Comment